"ქართული ოცნება" ბრიუსელს პირობებს უყენებს

10.11.25 20:57
"ქართული ოცნება" ბრიუსელს პირობებს უყენებს

საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, "ქართლმა ოცნებამ" აღიარებას ვერ მიაღწია. დღევანდელი დილა ისევ შალვა პაპუაშვილის განცხადებით დაიწყო და ისევ ბრიუსელს სთხოვს სცნონ, რომ სწორედ მისი პარტიაა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება. პაპუაშვილი ევროკავშირს თან აკრიტიკებს და თან პირობებს უყენებს. ბიძინა ივანიშვილის პარტია ბრიუსელისგან ლეგიტიმაციას, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს აღიარებას და 4 ოქტომბრის აქციის დაგმობას ითხოვს.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლეგიტიმაცია ბრიუსელიდან არ სჭირდებათ, თუმცა შალვა პაპუაშვილის თითოეული განცხადება თუ Facebook პოსტი მეტყველებს, რომ აღიარებას სასოწარკვეთილად ითხოვენ. თან ევროკავშირს ლანძღავენ და სახედაკარგულებს უწოდებენ და თან ევროინტეგრაციის შეჩერებას აბრალებენ, ამ ფონზე, კი ბრიუსელს ავტოკრატიის გამყარების ლეგიტიმაციას სთხოვენ.

ივანიშვილის რეჟიმს ბრიუსელთან კრიზისი არ აწყობს, თუმცა კრიზისიდან გამოსასვლელად არაფერს აკეთებს. მეტიც, ევროკავშირს დემოკრატიას ის გუნდი უწუნებს, რომელმაც ციხეები პოლიტპატიმრებით გადაავსო და ქვეყნის საგარეო კურსი ოფიციალურად ჩრდილოეთისკენ მიმართაა. "ოცნებამ" კარგად იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე დააბრუნოს, ეს რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში ნამდვილად შედიოდეს.

ბრიუსელი "ოცნებისთვის" სავიზო სანქციების სიას ამზადებს, "ქართული ოცნება" კი საკუთარ ამომრჩეველსაც კი ვეღარ უხსნის, რატომ მიიყვანეს ქვეყანა ამ ეტაპამდე. დიპლომატები არ გამორიცხავენ, რომ "ოცნების" შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციიდან ევროკავშირის, როგორც საგარეო პრიორიტეტის ამოღება იყოს.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები