სასამართლოს სრული იზოლაციის ჩავარდნილი გეგმა - მობილურების შესანახი სათავსოები ზომებს აცდა

10.11.25 21:05
სასამართლოს სრული იზოლაციის ჩავარდნილი გეგმა - მობილურების შესანახი სათავსოები ზომებს აცდა

სასამართლოს სრული იზოლაციის ჩავარდნილი გეგმა - მობილურების შესანახი  სათავსოები ზომებს აცდა. ამიერიდან საქალაქოში შესულ ჟურნალისტს, ადვოკატს, მოქალაქეს, შესაძლოა, მობილური ტელეფონები ჩამოართვან და კარადაში ჩაკეტონ. შესყიდვის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მობილურის შესანახი კარადების დამონტაჟებას თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ჩქარობს - კომპანიას დასამონტაჟებლად 14 დღე ჰქონდა.

კარადები ადგილზეა, თუმცა, სავარაუდოდ, დეფექტი აქვს - სასამართლოში მისული მოქალაქეები იგებდნენ, რომ სავარაუდოდ ზომები არ დაემთხვა - თუმცა, მანდატურებმა დაადასტურეს, რომ ამ კარადებს, რომელიც მერქან ბურბუშელოვანი და მერქან ბოჭკოვანი ფილებისგანაა დამზადებული - კარის უჯრების სახელურები კი რკინის აქვს, მობილურის შესანახად გამოიყენებენ.

რისთვის გამოიყენებენ ამ კარადებს და ვის დაატოვებინებენ მობილურებს - პირველი სამიზნე, სავარაუდოდ, მედიასაშუალებები იქნება. მედიასაშუალებებს უკვე 4 თვეა სასამართლოებში ვიდეო/აუდიო და ფოტო გადაღება ეკრძალებათ - მობილურ საშუალებებს მედიები ინფორმაციის ოპერატიულად გასავრცელებლად იყენებენ - რომ დროულად მაყურებლამდე/მკითხველამდე მიიტანონ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა იმ წუთებში სასამართლო დარბაზში - თუმცა, ახლა, თუ მობილური საშუალებების სხდომათა დარბაზში შეტანას აკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ პროცესების დასრულებამდე მოსახლეობა ვერ გაიგებს, რა ხდება პროცესზე.

ვინ ვერ შეიტანს სასამართლოს შენობაში მობილურ ტელეფონს, უცნობია - სასამართლოს სახელით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ სასამართლოს ხელისუფლებასთან ინფორმაცია გადაამოწმა და გაარკვია, რომ ადვოკატებს ეს შეზღუდვა არ შეეხება. თუმცა, უფლებადამცველები ამბობენ, რომ თუ მობილური ტექნიკის შეტანას აუკრძალავენ, ისინი სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.

სასამართლოში ვიდეო/აუდიო გადაღება და მობილურების შეტანა აკრძალული იყო 2012 წლამდეც - თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლო სხდომები მედიისთვის გახსნა, ახლა კი მმართველობის მე-13 წელს, ის სასამართლოებს სრულად კეტავს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები