სახალხო დამცველი თუ უარჰყოფს, მიღებულია, ძმაო - კალაძე

25.10.21 15:43
სახალხო დამცველი თუ უარჰყოფს, მიღებულია, ძმაო - კალაძე

"სახალხო დამცველი თუ უარჰყოფს, მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარჰყო, კაი", - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე, სახალხო დამცველის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენისთვის სათანადო პირობები არ არის. 

თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას - ამბობს კალაძე.