"ივანიშვილს რუს ოლიგარქებთან ძველი ვალების გადახდა მოუწია და კიდევ ბევრჯერ მოუწევს" - ხატია დეკანოიძე

10.11.25 23:07
"ივანიშვილს რუს ოლიგარქებთან ძველი ვალების გადახდა მოუწია და კიდევ ბევრჯერ მოუწევს" - ხატია დეკანოიძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქებთან თავისი ძველი ვალების გადახდა მოუწია და კიდევ ბევრჯერ მოუწევს, რისი მაგალითიც საქართველოში რუსული ნავთობით ვაჭრობაა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ოპონენტების ერთ-ერთი ამოცანაა, რომ ივანიშვილი "რუსეთის ომის მანქანის გაძლიერებისთვის" დასანქცირდეს. 

პირველ რიგში ხდება ის, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი ძველი ვალები, რომელიც მას აქვს რუს ოლიგარქებთან, ამ ვალების გადახდა მოუწია ახლა და მოუწევს კიდევ ძალიან ბევრჯერ იმიტომ, რომ მაგალითად საქართველოში რუსული ნავთობის შემოსვლა, გაჩერება, საქართველოს პორტების მათი ამ ნავთობის ნავსაყუდლად გადაქცევა, ეს არის ივანიშვილის პირადი დავალება. ჩვენ აუცილებლად ეს უნდა გვესმოდეს.

ამიტომ, ამ სანქციების კონტექსტში ახლა მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენი მიმდინარეობს იმაზე, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს ზუსტად რუსულ ნავთობთან ვაჭრობის ძალიან სერიოზული, ფართო გაგებით, რუსეთის ომის მანქანის გაძლიერებისთვის," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები