არმაზ ახვლედიანი: მაფიოზური, კრიმინალური, რუსული რეჟიმი არ დაინდობს არავის
"მაფიოზური, კრიმინალური, რუსული რეჟიმი არ დაინდობს არავის" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი სასამართლოს პირობებში, შეუძლებელია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ თუნდაც ყველაზე უფრო დიდი დამნაშავის მიმართ, ობიექტურია მართლმსაჯულება.
არმაზ ახვლედიანი აღნიშნავს, რომ "ყველაფერი ექვემდებარება "ოცნების" პოლიტიკურ დღის წესრიგს" და ივანიშვილ-კობახიძის მანქანამ შესაძლოა ერთმანეთიც კი არ დაინდონ.
საქმე ისაა, რომ ამ ტიპის მაფიოზური, კრიმინალური, რუსული რეჟიმი არ დაინდობს არავის და ყველაზე დიდი ამბავი ისაა, რომ ჩვენ ვერ გავიგებთ დიდხანს სინამდვილეში ვინ რა დააშავა იმიტომ, რომ ამ გამოძიების, ამ სასამართლოს პირობებში შეუძლებელია, თუნდაც ყველაზე უფრო დამნაშავის მიმართ, თეორიულად დამნაშავის მიმართ, ვიყოთ დარწმუნებული რომ ობიექტურია მართლმსაჯულება, ყველაფერი ექვემდებარება "ოცნების" პოლიტიკურ დღის წესრიგს.
ბიზნესმენებმა კი უნდა იცოდნენ ის, რომ არავის არ დაინდობენ. პოლიტიკოსებმა, "ოცნებაში" რომ არიან ჯერ კიდევ, ვაი პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ ის, რომ არავის არ დაინდობს ივანიშვილ-კობახიძის მანქანა. უფრო მეტიც, შესაძლოა ერთმანეთიც კი არ დაინდონ ასეთი მომენტიც დადგეს. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენთვის ეს ამბავი იმას აჩვენებს, რა სისტემურ კორუფციულ, მაფიოზურ რეჟიმთან გავქვს საქმე, დანაშაულებრივ სისტემურ სინდიკატთან.
მაგრამ ვთქვით, გავჩერდით და ვუბრუნდებით მთავარ თემას, ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ვეძებოთ გამოსავალი. მხოლოდ გამოსავალი იმიტომ, რომ ყველა სხვა თემა გვაშორებს მთავარ თემას. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ყოველი დღე, ყოველი საათი მივუძღვნათ იმას, რომ შეიქმნას საქართველოში ივანიშვილ-კობახიძის, ანუ რუსული ავტორიტარული რეჟიმის ალტერნატივა," - თქვა არმაზ ახვლედიანმა.