დიდი ბრიტანეთის ელჩი "ოცნების" ფინანსთა მინისტრს შეხვდა
დიდი ბრიტანეთის ელჩი "ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრს შეხვდა. გარეთ უორდისა და ლაშა ხუციშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმდინარეობას და ამ კუთხით ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ბოლო წლებში გაწეულ ძალისხმევას.
შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე," - წერია განცხადებაში.