ირაკლი ხმალაძე "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე აღარ არის
ირაკლი კობახიძემ ირაკლი ხმალაძე "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება "ქართული ოცნების" მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
-
ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.
როგორც "პირველებს" იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, ხმალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, გუშინ დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ შეცვლის მას.
ხმალაძე 2008–2013 წლებში ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო; 2013–2017 წლებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (საპარლამენტო მდივანი) იყო; 2017 წლიდან იკავებდა წამყვან თანამდებობებს მერიაში; 2025 – დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.