მიუტანეთ ექიმის ხალათი ღარიბაშვილს და ისე ისაუბროს - სამუშია (ვიდეო)
"ლელოს" წევრის, ლევან სამუშიას, შეფასებით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ მთავრობის მეთაური სამედიცინო გადაწყვეტილებებშიც ერევა. სამუშიას თქმით, ღარიბაშვილი ყველას მაგივრად საუბრობს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობაზე მიუთითებს. ამის შესახებ სამუშიამ "ტვ პირველის" დღის ამბების ეთერში ისაუბრა.
წარმოუდგენელი რამ ხდება, როცა პრემიერ-მინისტრი ექიმის მაგიერ ააკეთებს დასკვნას და შემდგომ საუბრობს იმაზე, პაციენტი სად უნდა გადავიდეს. ამაზე მეტი პოლიტიზირებულობა წარმოუდგენელია. ვინმეს რა უფლება აქვს, ექიმის სათქმელი თქვას.
მიუტანეთ ექიმის ხალათი და ისე ისაუბროს ღარიბაშვილმა, ყველას მაგიერ ლაპარაკობს, მოსამართლეცაა, პროკურორიცაა, ექიმიცაა, ეკონომისტიცაა, ,,ყველაფერჩიკია" ადამიანი, ეს მეტყველებს სახელმწიფო ინსტიტუციების არარსებობაზე. როდესაც ექიმის მაგიერ დასკვნას გაწერ და მათ მაგივრად საუბრობ, ეს არის პირდაპირი მითითება, რომ რასაც გადავწყვეტ, იმას გააკეთებთ - თქვა სამუშიამ.