სანქცირებული გიორგი ბუთხუზი შს მინისტრის მოადგილე აღარ არის

11.11.25 12:12
სანქცირებული გიორგი ბუთხუზი შს მინისტრის მოადგილე აღარ არის

გიორგი ბუთხუზი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აღარ არის. 

  • ცნობისთვის, გიორგი ბუთხუზს სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა აქვს: ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში.

კობახიძის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, ის პოსტიდან 10 ნოემბერს გათავისუფლდა და მის ადგილად გიორგი სახოკია დაინიშნა. 

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ". - წერია კობახიძის 10 ნოემბრის ბრძანებაში. 

იმავე დღეს გამოცემული ბრძანებით, კობახიძემ გეკა გელაძის მოადგილის პოსტიდან გიორგი ბუთხუზი გაათავისუფლა. 

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კაწონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გიორგი ბუთხუზი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან". - წერია კობახიძის ასევე 10 ნოემბრის ბრძანებაში. 

გიორგი ბუთხუზი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა. რაც შეეხება სახოკიას, ის ამ დრომდე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი იყო. 

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ყაველაშვილმა კობახიძის წარდგინებით, 30 იანვარს გიორგი ბუთხუზი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

მსგავსი სიახლეები