სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა იწყება, ხმაური იყო

11.11.25 13:42
 სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა იწყება, ხმაური იყო

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა იწყება.

მზია ამაღლობელის მხარდამჭერებსა და მანდატურის წარმომადგენლებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე შეკრებილებს ეზოში შესვლის და სხდომაზე დასწრების უფლებას ითხოვენ. 

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ფოტოს „ბათუმელები“ ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები