წილოსანი ოპოზიციას ქართული "ეკონომიკის ტერაქტში" ადანაშაულებს
"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ოპოზიციას და საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეკონომიკის ჩამოქცევის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან პარლამენტის სესიაზე ისაუბრა.
დეპუტატის მტკიცებით, პროტესტში ჩართული ადამიანები საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას "ტერაქტს" უწყობენ, რადგან, მისი თქმით, ყველა აქცია და მიტინგი, სწორედ პოტენციური ინვესტორების და ტურისტების დაფრთხობის მცდელობაა.
ეს არის ტერაქტი ეკონომიკაზე, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ახორციელებენ და ტაქტიკა ასეთია: გადატრიალებას ეკონომიკური და სოციალური კომპონენტის გარეშე ვერ მოახდენენ, ამიტომ მათი ერთ-ერთი ძირითადი სამიზნეა იმ ბევრ მავნებლობებთან და ბოროტებებთან ერთად, რომ დააზიანონ და ჩამოაქციონ ქართული ეკონომიკა. ოპოზიციის მუდმივი არეულობები ქუჩებში პირდაპირ აისახება ქვეყნის იმიჯზე. თითოეული გარეთ მოწყობილი უმსგავსო მიტინგი თუ აქცია, სწორედ რომ გარეთ უცხოელი ინვესტორებისა თუ ტურისტებისთვის უნდა იყოს წითელი ნიშანი, რომ არ ჩამოვიდნენ საქართველოში, - ამბობს ნინო წილოსანი.