რა უთხრა ევროსაბჭოს დელეგაციამ შალვა პაპუაშვილს? - "ოცნების" ლიდერს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდა. ჯერჯერობით ისევ უცნობია, რა უთხრა ევროპელ პარტნიორებს "ქართული ოცნების" ლიდერმა, რადგან ამ დრომდე მას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ იმაზე დიდხანს გასტანა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.
"ქართული ოცნებაში" კი ამბობენ, რომ PACE-ს დელეგაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რეზოლუციაში არსებული ჩანაწერის გამო უსაყვედურეს.
იმედი გვაქვს, რომ PACE-ს დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმ დეზინფორმაციის და იმ ცრუ ნარატივების სწორად და არგუმენტირებულად აღქმას, რომელიც მთლიანად საქართველოს ინტერესშია. ჩვენი მხრიდან PACE-ს დელეგაციისთვის იყო მიწოდებული უზომოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორც იცით, შეხედრაზე ჩვენმა დელეგაციამ მათ შორის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მათ რეზოლუციაში ჩანაწერი დაგმო და უთხრა დელეგაციის წევრებს, რომ ეს იყო უზომოდ არასწორი საქციელი, რომელიც, ფაქტობროვად, წითელი ხაზზი იყო ჩვენს ურთიერთობებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაველოდებით დელეგაციის მიერ შედგენილ ანგარიშს, სადაც იმედი გვაქვს, რომ სწორად და ყველანაირი მიუკერძოებლობის თუ მანიპულაციის გარეშე იქნება წარმოჩენილი საქართველოში მიმდინარე პროცესები, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს დელეგაციამ PACE-შ განაახლოს მუშაობა, - თქვა წილოსანმა.
რაზე ისაუბრეს შალვა პაპუაშვილთან, ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არც ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს გაუკეთებიათ.