"ოცნების" დეპუტატი ევროპელ პარტნიორებს "მითების გავრცელების პლატფორმად" და "მიუნჰაუზენის პროტოტიპად" მოიხსენიებს
"ოცნების" დეპუტატი ევროპელ პარტნიორებს "მითების გავრცელების პლატფორმად" და "მიუნჰაუზენის პროტოტიპად" მოიხსენიებს. ამის შესახებ გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის სესიაზე ისაუბრა.
დეპუტატმა იერიში ევროკავშირის ელჩზეც მიიტანა და ის ქუჩაში პროტესტის გაღვივებაში დაადანაშაულა.
ამასთან, ჩაკვეტაძე დღეს ამტკიცებდა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა.
ბატონო პაველ, რატომ შეიყვანეთ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში და ქუჩაში რატომ გამოიყვანეთ? სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი მითების გავრცელების პლატფორმად იქცა. ევროპული ბიუროკრატია უკვე ბარონ მიუნჰაუზენის პროტოტიპად იქცა. ძალიან უხერხულია, როდესაც გქვია ევროკავშირის 27 სახელმწიფოს წარმომადგენელი და სიცრუეზე დაფუძნებული პროტესტისკენ მოუწოდებ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის შიდა საქმეებშიც, წესით, არ უნდა ერეოდეთ. ყველას ახსოვს, რა იკადრეს შარშან ნოემბერ-დეკემბერში იმის გამო, რომ ვთქვით ერთადერთი რამ, რომ საქართველო შანტაჟს არ დაექვემდებარება და ჰოი, საოცრებავ, თვითონ შეუჩერებიათ ეს პროცესი, - თქვა სხდომაზე გიორგი ჩაკვეტაძემ.