"ოცნების" დეპუტატი: ჩვენ ვართ დასავლეთი
ჩვენ ვართ დასავლეთი!, - ამ სიტყვებით მიმართა დღეს პარლამენტის სესიაზე "ოცნების" დეპუტატმა თორნიკე ფაღავამ ევროპელ პარტიორებს. მისი მტკიცებით, კრიტიკა, რომელიც ივანიშვილის გუნდის მხრიდან ისმის, შიდა დასავლური მსჯელობაა და ეს კრიტიკა იქნება იქამდე, ვიდრე, მისი თქმით, ევრპბიუროკრატების მხრიდან სამართლიან დამოკიდებულებას არ მიაღწევენ.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე დიდი დასავლური ფასეულობაა კრიტიკის და განსხვავებული აზრის მოსმენა და ის, რომ არავინ არის კრიტიკის მიღმა, მათ შორის არც ევრობიუროკრატია. როგორც არ უნდა ეცადნონ ოპოზიციურად განწყობილი ძალები, რომ ეს კრიტიკა წარმოაჩინონ ანტიდასავლურ რიტორიკად ან პროპაგანდად, ჩვენ ვართ დასავლეთი და ჩვენი კრიტიკა არის შიდა დასავლური მსჯელობა, გნებავთ, შიდა დასავლური კრიტიკა და დიახ, ეს კრიტიკა გაგრძელდება ყველა დასავლური პლატფორმიდან მანამ, სანამ არ მივაღწევთ თანაბარ მოპყრობას, გულწრფელ დამოკიდებულებას და საერთო თამაშის წესებს ჩვენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, - თქვა სხდომაზე თორიკე ფაღავამ.