"შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები "ოცნების" მაღალჩინოსნებთან" - ევროკომისიის პრესსპიკერი

11.11.25 17:19
"შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები "ოცნების" მაღალჩინოსნებთან" - ევროკომისიის პრესსპიკერი

 

 

ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების საკითხებში, გიომ მერსიემ ბრიფინგზე "ევროსკოპს" დაუდასტურა რომ, საქართველო არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.

ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოში ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების კუთხით დაფიქსირებული უკუსვლა უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის.

მისი თქმით, მათ საქართველოს მაღალჩინოსნებთან პოლიტიკური კონტაქტები შეამცირეს, რის გამოც საქართველო გაფართოების ფორუმზე არ არის მიწვეული

ევროკომისიის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო უფრო შორდება ევროკავშირის გზას. ანგარიში აჩვენებს, რომ დაფიქსირდა უკუსვლა ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების კუთხით, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. მდგომარეობა ნამდვილად გაუარესდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ამიტომ აღვნიშნავთ დემოკრატიულ უკუსვლას. როცა საქმე ეხება მდგომარეობას გაწევრიანების გზაზე, 2024 წელს ევროპულ მა საბჭომ დაადგინა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, ქართველ მაღალჩინოსნებთან, როგორც უკვე იცით, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. ამიტომ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ უკუსვლის გამო, საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიგვიწვევია," - განაცხადა გიომ მერსიემ. 

გაფართოების ფორუმს, რომელიც ბრიუსელში 18 ნოემბერს გაიმართება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კანდიდატი ქვეყანა დაესწრება.

მსგავსი სიახლეები