"ტვ პირველს" ინფორმაცია მიაწოდა - კობახიძემ სკანდალური დოკუმენტების ნამდვილობა აღიარა
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ტვ პირველის "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების ავთენტიკურობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ დოკუმენტები მაინც "ფეიქია". პარტიაში დაზუსტებით არ იციან, ვინ გაიტანა სკანდალური ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.
იქ იყო გარკვეული ინფორმაციები, რომლებიც შეიძლება, შეესაბამებოდა სინამდვილეს, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, შეგიძლიათ, ამოიღოთ ნებისმიერი ეს დოკუმენტი, თუ სადმე დაფიქსირდება ჩემი თითის ანაბეჭდი ერთ დოკუმენტზე მაინც, ამ შემთხვევაში შემიძლია ვაღიარო, რომ არ არის "ფეიქი". რაღაცა ტიპის ინფორმაცია მიაწოდა "ტვ პირველს" სუს-ის უფროსის ერთ-ერთმა ყოფილმა მოადგილემ, რომელსაც თავის დროზე შეიძლებოდა, ჰქონოდა შეხება ამ ყველაფერთან", - ამბობს კობახიძე.