4 ოქტომბრის დამალული ამბავი - ვის და რატომ არ აწყობს დაკავებული ლიდერების ალაპარაკება
4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძე, რომელიც უკვე მეორე თვეა პატიმრობაშია, მალე პირველად მიმართავს საზოგადოებას. მისი ოჯახი ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ყველანაირი კომუნიკაცია შეზღუდული აქვს, რადგან მას „შეიძლება ბევრი ჰქონდეს მოსაყოლი“ – მათ შორის პრეზიდენტის სასახლესთან დაგეგმილ შეტაკებებზე და იმაზე, რაც აქციის შემდეგ განვითარდა.
ბურჭულაძის ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსი ციხიდან წერილების გაგზავნას ვერ ახერხებს, თუმცა მისივე კარნახით გარკვეული ფრაზები საჯაროდ გამოიტანეს. ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილს ეწინააღმდეგება, რომელმაც 4 ოქტომბრის მოვლენებს „რუსული სპეცოპერაცია“ უწოდა. მისი განცხადება მოსალოდნელია 8 დეკემბერს, როცა იწურება ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა და უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი.
რცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.