ევროპული რადარებიდან გამქრალი ქვეყანა - ევროკავშირის გაფართოების ფორუმი საქართველოს გარეშე ჩაივლის

11.11.25 20:39
ევროპული რადარებიდან გამქრალი ქვეყანა - ევროკავშირის გაფართოების ფორუმი საქართველოს გარეშე ჩაივლის

ევროკომისიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს. როგორც ბრიუსელში განმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსს ვერ ხედავს, ვიდრე არ შეწყდება „უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლა“.

ირაკლი კობახიძე უკვე ხანგრძლივი დროა საერთაშორისო იზოლაციაშია - ის არ ესწრება არცერთ მნიშვნელოვან ევროპულ ღონისძიებას და ბოლო ერთი წელია ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრაც არ ჰქონია.

18 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის ლიდერების ფორუმი გაფართოებაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები, ასევე სხვა კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები. საქართველოს ამჯერად ფორუმზე ადგილი არ დაეთმო - ევროკავშირის გადაწყვეტილებით, იქ, სადაც ევროპის მომავლის გზებზე უნდა იმსჯელონ, პრობლემური დემოკრატიული რეჟიმის წარმომადგენლების ადგილი არ არის.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები