კალაძის სანდო კაცი იუსტიციიდანაც გაუშვეს - დაიწყება თუ არა გამოძიება ირაკლი ხმალაძის წინააღმდეგ?
ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა. ოფიციალური ვერსიით, ხმალაძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ, რომ ის სამსახურში თითქმის აღარ ჩნდებოდა და პოზიციას მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებდა.
ხმალაძე, რომელიც მანამდე თბილისის ვიცე-მერი იყო და მშენებლობებს კურირებდა, ოპოზიციის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა კალაძის გუნდში. მისი სახელი უკავშირდება უკონტროლო მშენებლობებსა და ქალაქის იერსახის დამახინჯებას. პოლიტიკოსთა თქმით, ხმალაძის შესაძლო დაკითხვა ან დაკავება ნიშნავდა, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ გაწირა კალაძე.
დამატებით, ხმალაძესთან კითხვები ჩნდება დეკლარაციებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით - მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციაში საცხოვრებელი სახლი არ აქვს მითითებული, ჟურნალისტური გამოძიებებით დადგინდა, რომ ის ფლობს პენტჰაუსს კრწანისის “ვილა რეზიდენსში”, რომელიც სამშენებლო კომპანიის სახელზეა გაფორმებული, ასევე ბეთანიაში მილიონ-ორასი ათასი ლარის ღირებულების სახლს, რომელიც ფორმალურად მისი ყოფილი თანამშრომლის, თამარ მელიქიშვილის სახელზეა რეგისტრირებული.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.