“პირველების“ ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობაზე რჩება
“პირველების“ ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი პოსტზე რჩება, თუმცა ცხადდება რეორგანიზაცია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისი გათავისუფლების შესახებ თავად უარყო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ “არ მოუხსნია არავის“.
"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ არ იციან, გათავისუფლდა თუ არა პოსტიდან ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი.
რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად 2023 წელს დაინიშნა.