მოშიმშილე პრეზიდენტს ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს - კახა კუჭავამ საშვების გაცემა შეაჩერა

25.10.21 17:13
მოშიმშილე პრეზიდენტს ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს - კახა კუჭავამ საშვების გაცემა შეაჩერა

მოშიმშილე პრეზიდენტს ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს. პარლამენტის თავმჯდომარემ საშვების გაცემა შეაჩერა. კახა კუჭავა  დეპუტატებს მიხელ სააკაშვილთან არ უშვებს. მესამე პრეზიდენტის მონახულებას დილიდან მისი თანაგუნდელები, კობა ნაყოფია და ნანა მამულაშვილი, ელოდნენ. 

ნანა მამულაშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მონახულების ნებართვას პარლამენტის თავმჯდომარისგან 24 დღეა, უშედეგოდ ელოდება. 

24 დღეა გასული მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე არ მაძლევს ნებართვას პირადად მე, რომ მოვინახულო საქართველოს პრეზიდენტი, რომ ვნახო, როგორი მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის, იმიტომ, რომ მან კარგად იცის, რომ პირდაპირ ვეკონტაქტები ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და სავარაუდოდ, მათ არ აქვთ სურვილი, რომ ვნახო,  პირადად მიხეილ სააკაშვილს გავესაუბრო და გადავცე ამის შესახებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ახლა ვიყავი კუჭავასთან კაბინეტში მისული და ბატონი კუჭავა, როგორც ჩანს, ჩაიკეტა კაბინეტში და მემალება. ჩემი უფლებები, როგორც დეპუტატის, ილახება და ეს არის წარმოუდგენელი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს პირად ხუშტურებზეა დამოკიდებული ,შევა თუ არა დეპუტატი პრეზიდენტის მოსანახულებლად, - ამბობს მამულაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მონახულება დღეს მხოლოდ ადვოკატებმა მოინახულეს. დღესვე საპატიმროში მესამე პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე შევა.