დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ - ღარიბაშვილი
"დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ", - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმულ კითხვას. ღარიბაშვილის მტკიცებით, ციხის საავადმყოფოში ყველა საჭირო აპარატურა არის მობილიზებული მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ.
არ ვიცი რა უნდა გიპასუხოთ, ვწუხვარ რომ ასეთ არაადეკვატურ კითხვაზე მიწევს პასუხის გაცემა.
ციხის საავადმყოფოში არის ყველანაირი პირობა, რაც არ იყო ისიც დაამატეს. ყველა საჭირო აპარატურა არის ადგილზე მობილიზებული, ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. მე გარწმუნებთ, რომ პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთლეობაზე ზრუნავს და იზრუნებს.დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ", - ამბობს ღარიბაშვილი.