სანამ ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები - რაჟდენ კუპრაშვილი

12.11.25 12:40
სანამ ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები - რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ სანამ აღნიშნული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი თავად იქნება -

კუპრაშვილმა ანტიკორუფციულ ბიუროსთან მისულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუშაობას აგღძელებს.

მადლობა თქვენი ემოციისთვის, ინტერესისთვის... როგორც ხედავთ, სამსახურში მოვედი, ვაგრძელებ სამსახურს. სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები მისი ხელმძღვანელი" - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა. 

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

მოგვიანებით, ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურში ინფორმაციას მცდარი უწოდეს. თავად რაჟდენ კუპრაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა: "არ მოვუხსნივარ, ადგილზე ვარ, ნუ გეშინიათ".

მსგავსი სიახლეები