ივანიშვილის უარი ოცნებას - ღარიბაშვილი კითხვას გაეექცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ პასუხობს კითხვას, რატომ უთხრა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მმართველ პარტიას აქციაზე მისვლისა და სიტყვის გამოსვლაზე უარი.
"ტვ პირველის" კორესპოდენტის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ღარიბაშვილმა კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ოთხშაბათს დაანონსებულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილი არ მივა.
"პირველების" ინფორმაციით, გადამწყვეტი არჩევნების წინ, 27 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ლიდერებმა პარტიის დამფუძნებელს აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.