გივი (გიგა) წულეისკირი ამტკიცებს, რომ დახურული სივრცის შიში აქვს

12.11.25 14:38
გივი (გიგა) წულეისკირი ამტკიცებს, რომ დახურული სივრცის შიში აქვს

გივი (გიგა) წულეისკირს აქვს დახურული სივრცის შიში - ამის შესახებ  12 მილიონის მითვისების საქმეზე დაკავებული „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელის ადვოკატმა განაცხადა. 

ნინია კაკაბაძის თქმით,  არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლითაც დაცვის მხარე სასამართლოში იშუამდგომლებს. 

ამასთან, დაკავებულის კიდევ ერთი ადვოკატი, ნონა ფილაური აღნიშნავს, რომ სასამართლოზე გირაოს შუამდგომლობას დააყენმებს, უზრუნველყოფად კი დასახელდა "სფერო ჰლდინგის" საკუთრებაში არსებული შენობები. 

კომპანიას აქვს გარკვეული უძრავი ქონებები, თუმცა ისინი დაყადაღებულია და მათი უზრუნველყოფა ქონების გაყიდვის შემთხვევაში შესაძლებელია. დღეს პირველი წარდგენაა მისი სასამართლოზე, ეს ალბათ პირველი პროცესია, სადაც ყველამ ვიცით, რომ პატიმრობას მოითხოვს პროკურატურა. ჩვენ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შუამდგომლობას დავაყენებთ. პატიმრობა ამ პროცესს ყველანაირად შეაჩერებს. პატიმრობის შემთხვევაში დაზარალებულები დროის თვალსაზრისით კიდევ უფრო ზარალდებიან. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე არაეფექტური აღკვეთი ღონისძიების გამოყენება"- თქვა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი გუშინ დააკავეს, ხოლო გიორგი მურუსიძეზე ძებნა გამოცხადდა. 

  • საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
  • თბილისის პროკურორის  თქმით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "TV პირველის" შაბათის ეთერმა ორი კვირის წინ მოამზადა

მსგავსი სიახლეები