არცერთი სიტყვა ევროინტეგრაციაზე - რა თქვა ყაველაშვილმა დიპლომატიის დღეზე
„დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ოცნების" პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში დიპლომატების როლი განსაკუთრებით დიდია.
ამასთან, ყაველაშვილს სიტყვით გამოსვლისას არაფერი უთქვამს საქართველოს ევროინტერგაციაზე, ნატოსთან დაახლოვებაზე, საგარეო მიმართლების პრიორიტეტზე და ამერიკასთან შეჩერებული პარნტიორობის აღდგენაზე.
ეს დღე განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და დიპლომატის - სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. 2020 წლიდან, უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ დიპლომატის დღესთან დაკავშირებით, დამსახურებულ დიპლომატებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, სწორედ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცემათ, რაც ნამდვილად მისასალმებელია. სიმბოლურია ისიც, რომ დღევანდელი ღონისძიება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნება და წელს, პირველად, ქართველ დიპლომატებს აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადაეცემათ.
დღეს, როდესაც გლობალურად, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში თქვენი, დიპლომატების როლი განსაკუთრებით დიდია. დიპლომატთა ძლიერი კორპუსი, რომელიც იცავს სახელმწიფოს ინტერესს - ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გარანტია“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.