მეტი სიყვარულით ილაპარაკეთ თქვენს ბელად სააკაშვილზე - ღარიბაშვილი ჟურნალისტს

25.10.21 17:41
მეტი სიყვარულით ილაპარაკეთ  თქვენს ბელად სააკაშვილზე - ღარიბაშვილი ჟურნალისტს

აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გარდაცვალების  შემთხვევაში - ჟურნალისტის კითხვას  საქართველოს პრემიერმინისტრმა ცინიკურად უპასუხა და მედიის წარმომადგენლებს "მეტი სიყვარულისკენ" მოუწოდა.

მინდა, მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკობთ?! ასეთი აგრესია, სიძულვილი უნდა დავასრულოთ, უმსაგვსო საქციელი, როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი, ხალხისთვის არის ძალიან ცუდი", - მიმართა ღარიბაშვილმა კითხვის ავტორს.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის, თქმით მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად,  ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მსგავსი სიახლეები