„სფერო ჰოლდინგის” დაზარალებულები სასამართლოს: დატოვეთ გივი წულეისკირი პატიმრობაში

12.11.25 15:47
„სფერო ჰოლდინგის” დაზარალებულები სასამართლოს: დატოვეთ გივი წულეისკირი პატიმრობაში

„სფერო ინვესტისა” და „სფერო ჰოლდინგის” დაზარალებულები კომპანიის დირექტორის, გიორგი მურუსიძის პატიმრობაში დატოვებას ითხოვენ. განცხადებით დაზარალებულებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, სხდომის დაწყებამდე მიმართეს.

დაზარალებულების თქმით, მათ არაერთხელ სცადეს კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენლებთან, რომ დაეწყოთ დაზარალებულთა დაკმაყოფილება და თანხების ანაზღაურება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ თაღლითური გზით ცდილობდნენ დაეყოლიებინათ დაზარალებულები,

„ნაცვლად იმისა, რომ დროულად მოეხდინათ მათ ხელთ არსებული ქონების რეალიზება და დაეწყოთ, პირველ რიგში, ქონების გადახდა, მათ კვლავ ამჯობინეს ჩვენთან თაღლითურად კომუნიკაცია და ჩვენი მოტყუება, რაზეც ჩვენი მხრიდან მყისიერი უარი ეთქვათ. მოვუწოდებთ გამოძიებას, მყისიერად გამოვლინდნენ თაღლითური დაჯგუფების სხვა წევრებიც და გაიზარდოს დამნაშავეთა წრე.

გთხოვთ, ბატონო მოსამართლე, არ დაუშვათ ამ ადამიანების გათავისუფლება, რადგან არის საშიშროება, მსგავსად გიორგი მურუსიძისა, გივი წულეისკირმაც სცადოს მიმალვა, ქვეყნის დატოვება”,- ნათქვამია დაზარალებულთა განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები