ნინია კაკაბაძის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

12.11.25 15:56
ნინია კაკაბაძის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

ნინია კაკაბაძის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო - გადადების მიზეზი სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმის გამოუცხადებლობა გახდა. 

შსს-მს სრულიად უკანონო აღკვეთა ჩემი თავიუსფლება 2 საათნახვარი. ახლა აკეთებენ იმას, რომ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება, მაგრამ აჯანჯლებენ პროცესს, თავიდან გამიჩნდა ეჭვი, რომ ელოდებიან ჩემი 11 წლის შვილი 25 ნოემბერს 12 წლის გახდეს, მაგრამ მოსამართლემ როგორც განმარტა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენის გახდება ის 25 ნოემბერს, რადან ე.წ. დანაშაულსი ჩადენის დროს რამდენი წლის იყო, ეს არის მნისვნელოვანი", - განაცხადა ნინია კაკაბაძემ. 

ნინია კაკაბაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 ნოემბერს, "გზის ხელოვნურად" გადაკეტვას ედავებოდა.