ვინ აფინანსებს "ოცნებას" - ივანიშვილის პარტიას სექტემბერში 4.1 მილიონი ლარი შეწირეს
სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შეწირა - ამის შეახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.
TI-ის ცნობით, შემომწირველებთან დაკავშირებულ 35 კომპანიას ბოლო 10 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.
ნიშანდობლივია, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის ერთიან პორტალზე - monitoring.acb.gov.ge - „ქართული ოცნების“ შემომწირველების შესახებ ინფორმაცია ორი თვის დაგვიანებით გამოაქვეყნა მაშინ, როდესაც სხვა პარტიების მონაცემები სექტემბერ-ოქტომბერში რეგულარულად ქვეყნდებოდა. „ქართული ოცნების” შემწირველთა ოქტომბრის მონაცემები კვლავ დამალული რჩება"- წერს ორგანიზაცია.