27 ოქტომბერს, დიდი, მშვიდობიანი, საპროტესტო... - რა წამოსცდა ღარიბაშვილს "ოცნების" აქციის შესახებ
პრემიერ ღარიბაშვილს წამოსცდა - 27 ოქტომბერს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი აქციაზე საუბრისას ღარიბაშვილმა თქვა:
27 ოქტომბერს, დიდი, მშვიდობიანი, საპროტესტო... საპროტესტო კი არა, მშვიდობიანი აქცია უნდა ჩავატაროთ" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამის შემდეგ მთავრობის მეთაური შეეცადა, დაერწმუნებინა, რომ არჩევნებამდე სამი დღით ადრე ჩანიშნულ აქციებს "სხვები ეძახიან საპროტესტოს", რაც პრემიერის მტკიცებით, რეალურად ასე არ არის.
ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, რატომ არ მიდის ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აქციაზე.