"ოცნების" ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მისმა მოადგილემ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა სხვა განმარტებებს არ აკეთებს
"ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ლერი ბარნაბიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ლაშა ხუციშვილმა მედიის დანარჩენ კითხვებს არ უპასუხა.
ლერი ბარნაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
- ლერი ბარნაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად მუშაობის დროს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ბარნაბიშვილი პოსტზე 2024 წლის 5 მარტს დაინიშნა.