"პირველებისთვის" ცნობილია, ვინ დაიცავს გიორგი გახარიას ინტერესებს

12.11.25 17:04
"პირველებისთვის" ცნობილია, ვინ დაიცავს გიორგი გახარიას ინტერესებს

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, ვინ დაიცავს გიორგი გახარიას ინტერესებს - ყოფილი პრემიერის ადვოკატები დავით ნაღებაშვილი და ბერდია სიჭინავა იქნებიან. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება 20 ივნისის ეპიზოდს და ე.წ. ჩორჩანას საქმეს. 

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს ან ხვალ მიმართავს. 

მსგავსი სიახლეები