[სწორად მოიქცა გახარია, რომ წავიდა] აბა "ოცნებას" თავი რატომ უნდა დააჭერინო? - გიორგი შარაშიძე
ჩამოიყვანს თუ არა "ოცნება" გიორგი გახარიას გერმანიიდან? -პროგნოზის გაკეთება ყოფილი პრემიერის გუნდში უჭირთ. გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ყველაფერი მოსალოდნელია.
"ოცნება" რას იზამს, ამის პროგნოზირება როგორ გითხრათ აბა. როცა მათ სჭირდებათ ყველაფერს აკეთებენ. ჩორჩანას საქმეზე ეს ბრალი, მთ შორის დამატებით საფუძველს აძლევს ოკუპანტს, რუსეთს, ანუ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, რომ ოფიციალურად განაცხადოს პრეტენზიები ამ მიწებზე და ეს უკვე მოხდა, მინდა გითხრათ", - განაცხადა შარაშიძემ.
"პირველებმა" დღეს გახარიას თანაგუნდელს ჰკითხა, სწორად მოიქცა თუ არა ყოფილი პრემიერი, როდესაც ქვეყანა დატოვა, რაზე საპასუხოდაც შარვაძიემ განაცხადა - "აბა "ოცნებას" თავი რატომ უნდა დააჭერინო?"
როგორ ჩანს, ამას დროა გამოაჩენს. რა თქმა უნდა [კარგად მოიქცა გახარია, რომ წავიდა] აბა "ოცნებას" თავი რატომ უნდა დააჭერინო, თან 13 წლიანი მუხლით". - ამბობს შარაშიძე.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება 20 ივნისის ეპიზოდს და ე.წ. ჩორჩანას საქმეს.
გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს ან ხვალ მიმართავს.