გივი წულეისკირი: ბიზნესომბუდსმენი მელოდება, მანქანიდან ჩამომსვეს და დამაკავეს
12 მილიონის მითვისებაში ბრალდებული გივი წულეისკირი გათავიუფლებას ითხოვს - განცხადება „სფერო ჰოლდინგის“ დამფუნებელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
წულეისკირმა მოსამართლეს უთხრა, რომ კლაუსტროფობია აქვს გათავისუფლება ითხოვა.
წულეისკირი ვადას ახალ წლამდე ითხოვს და პირობას დებს, რომ დაზარალებულების მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუნებელი საბრალდებო სკამიდან ამტკიცებდა, რომ „სფერო ინვესტის“ დირექტორი გიორგი მურუსიძე, ვის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, გაქცეული არ არის და იმ მიწის გაყიდვას ცდილობს, რომელიც კომპანიას იტალიაში აქვს.
რაც შეეხება დაკავების დეტალებს, გივი წულეისკირმა თქვა, რომ ის მაშინ დააკავეს, როცა ბიზნეს ომბუდსმენთან შესახვედრად მიდიოდა.
მეტიც ბრალდებული ირწმუნება, რომ სანამ თავისუფლებაზე იყო, ის არავის დაუკითხავს.
მე გახლავართ "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი. "სფერო ინვესტი" არის სააქციო საზოგადოება რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის გიორგი მურუსიძე. 2021 წლის შემდეგ მე ვარ "სფერო ინვესტის" პარტნიორი.
ახლა რა ხდება? - არც ერთ ადამიანს არ აქვს ქონება შემოტანილი "სფერო ინვესტში". 570 ადამიანს აქვს თანხა 26 მილიონი ლარი შემოტანილი ჯამში ამ თანხით კომპანიამ შექმნა 67 მილიონი ლარის ქონება. ჩვენი კომპანია აპირებდა ამ თანხით უძრავი ქონების გარემონტებას. საკუთარ ანგარიშზე არაფერი გამაჩნია. ვსარგებლობდით "სფერო ინვესტის" ქონებებით მეც და გიორგი მურუსიძეც. ჩვენ ოჯახის წევრებს არანაირი ქონება არ გააჩნია. ანუ არავისზე არ გადაგვიფორმებია არაფერი. ეს საქმე რომ დაიწყო მე არც კი გამოვუკითხივართ. არც ერთ ადამიანს აქედან, დაზარალებულებიდან მე არ ვიცნობ არც კი მინახავს არც ერთი მათგანი.
5 კაციანი ჯგუფი აზარალებს 500-ზე მეტ ადამიანს და გვაზარალებს ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, რომ პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნოთ. რამდენჯერაც ოფისში მისვლა დავაპირე, იმდენჯერ ჰქონდა ადგილი ძალადობის მცდელობას. ჩემ თანამშრომლებზე იძალადეს ფიზიკურად.
67 მილიონი ლარის ქონება შექმნა ჯამში ამ ადამიანების მიერ შემოტანილმა 27 მილიონმა. ბინის ქირას ვიხდიდით. როგორ შეიძლება ამას პირამიდა დავარქვათ. მოგვეცით საშუალება, რომ ამ ქონების რეალიზაცია დავიწყოთ. მე დაწყებული მქონდა პრობლემის მოგვარება. რამდენჯერმე დავურეკე გამომძიებელს, მივალ გამომკითხეთ-მეთქი.
გუშინ წინ ბიზნეს - ომბუცმენთან შეხვედრა მქონდა ჩანიშნული კანცელარიაში და დამაკავეს. ყველა საქმის კურსში მყავდა ჩაშენებული მათ შორის მსოფლიო ბანკი და ეროვნული ბანკი და ომბუდსმენი, რომ პრობლემა, რომელიც ბანკმა შეგვიქმნა და ანგარიში გაგვიუქმა მოგვარებულიყო. პრემიერ მინისტრთაანაც ვაპირებდი შეხვედრას.
მიზანმიმართულად 5 ადამიანი შლის ამ პროცესებს. 55 ადამიანს 2 მილიონ ლარზე. მეტი უკვე გატანილი აქვს კომპანიიდან. ისევ ამ ადამიანების სასარგებლოდ ვამბობ. ახალ წლამდე მომეცით ვადა და თუ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებ მერე დამაკავეთ.
ასევე ჩამომართვით პასპორტი. ასევე არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მაქვს კლაუსტეროფობია. ამის გამო საზღვარგარეთაც ვერ დავდივარ. გიორგი მურუსიძე გაქცეული და მიმალვაში კი არ არის მიწა გვაქვს იტალიაში და გასაყიდად წავიდა, რომ ისევ ამ ადამიანებს მოვახმაროთ ის თანხა
- შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.