12 მილიონის მითვისების საქმეზე ბრალდებული "სფეროს" წარმომადგენლები სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა
12 მილიონამდე ლარის მითვისების საქმეზე ბრალდებული “სფერო ჰოლდინგის” დირექტორი გიგა წულესკირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა - დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა „სფერო ინვესტის“ დირექტორს გიორგი მურუსიძესაც, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
პატიმრობის გამოყენებას “სფეროს” წარმომადგენლების მიმართ პროკურატურა ითხოვდა.
მოსამართლემ წინასასამართლო სხდომა 30 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩანიშნა.
- შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.