ორი საქმე და ორი ბრალდება გახარიას წინააღმდეგ - ექს პრემიერზე ძებნა გამოცხადდება?!
ერთ დროს ივანიშვილის მიერ "სუპერ ძალოვანი" და ქვეყნის დამხობისგან გადამრჩენელი მინისტრი, გიორგი გახარია დღეს 2 მუხლით ბრალდებული გახდა. წულუკიანის კომისიაში მისვლამ, პარლამენტში შესვლამ და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობამ გიორგი გახარიამ მაინც ვერ გადაარჩინა "ოცნების" პროკურატურისგან. კითხვები გახარიასთან 20 ივნისის დარბევასა და ჩორჩანას ეპიზოდზე აქვთ.
როდესაც ქართული "ოცნებას" სჭირდებოდა, გავრილოვის ღამის გამართლება, ამტკიცებდა, რომ 20 ივნისის აქცია ძალადობრივი იყო. დღევანდელ განცხადებაში, კი პროკურორი იყენებს ტერმინს "აქციის მშვიდობიანი მონაწილეები". "ქართული ოცნების" პროკურატურა გვიმტკიცებს, რომ გახარიამ ისე რომ არვის კითხა, სპეციალური საშუალებების, ერთდროულად გამოყენების ბრძანება გასცა, რის გამოც ხალხმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო.
"ოცნების" გულწრფელობის არ სჯერა არავის, რადგან, დაახლოებით 1 წლის წინ, ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე "ოცნებას" დამორჩილებულმა ძალოვნებმა აწამა და სასტიკად დაარბია 500-მდე ადამიანი, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი იცავდნენ ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ მომავალს.
გახარიას მხოლოდ 20 ივნისის საქმეს არ ედავებიან, პროკურორი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გახარიამ ქვეყანა ლამის ომში გახვია.