"ქართულმა ოცნებამ" ხალხის ძარცვა აღიარა
მოპარულია 5 მლნ ლარის მილსადენები - ხალხის ქონება, რომელიც "ოცნების" ერთი დეპუტატის ხელში აღმოჩნდა. "ოცნება" დაკავებების ახალი სერიით აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს ქვეყანაში არამედ მხოლოდ ელიტური კორუფცია ყვაოდა, არამედ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ხალხის ქონებას პირდაპირ იპარავდნენ. დაკავებულია ლევან გამრეკელი - ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. პროკურატურის ვერსიით, გამრეკელმა შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, სახელმწიფო ქონება მოიპარა და გაყიდა.
ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოში 2021 წლიდან შევიდა, 2 წელში მისმა წლიურმა შემოსავალმა 3 მლნ 700 ათას ლარს გადააჭარბა, აქ წესით კითხვები უკვე უნდა გასჩენოდათ, მაგრამ გამოძიებამ მინიმუმ 2 წლით დააგვიანა. დღეს საკრებულოში ყოფილი თანაგუნდელები გამრეკელს გაემიჯნენ, ბიზნესმენის გარემოცვა კი ამბობს, რომ საქმე თაროდან ახლა ჩამოიღეს.
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ახლა იზოლატორშია და სასამართლოს მოლოდინშია, უცნობია, აღიარებს თუ არა ის 5 მლნ-ის უკანონოდ მითვისებას. გამრეკელი ოცნების ფავორიტი და მორჩილი ბიზნესი იყო, ხაშურში მინი ოლიგარქის სტატუსით. მას აქამდე არ ეხებოდნენ, ამიტომ ახლა საკითხავია - მივა თუ არა გამოძიება დაკავებულების მფარველებზე.