ბრიუსელმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მწვანე შუქი აუნთო - რა ბედი ელის "ოცნებას"
მაკა ბოჭორიშვილი შესაძლოა, მალე სანქცირებული დიპლომატი იყოს. ბრიუსელმა დღეს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მწვანე შუქი აუნთო. წლის ბოლოს, უკვე ცნობილი გახდება, ვინ ვეღარ შეძლებს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას და ვის გამოაცხადებს ბრიუსელი პერსონაა ნონ გრატად. სავარაუდოდ, სია გრძელი იქნება, რადგან, სამიზნეა ყველა, ვინც ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
უვიზო რეჟიმის გამარტივების წესები ძალაში დეკემბრიდან შევა. შეეხება მსოფლიოს 60 ქვეყანას, ყველას, ვისთანაც ევროკავშირს უვიზო რეჟიმი აქვს ამოქმედებული, თუმცა "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ბრიუსელი წესებს მათ დასასჯელად ცვლის.
ბიძინა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ მოახლოებული სანქციები არ ადარდებს.
შეჩერებული ევროინტეგრაციის მიღმა ქართული ოცნების მინისტრი უცხო ძალებს ხედავს. დღეს, ევროკავშირის ელჩმა ქართულ ოცნებას დამარცვლით უთხრა, რომ ის, რომ დღეს სტატუსი მხოლოდ ფურცელია, ქართული ოცნების გუნდის გადაწყვეტილებების შედეგია.