რის ხარჯზე ამცირებს "ოცნება" ბიუჯეტს? - ფული ჩამოაჭრეს ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროებს
2026 წლის ბიუჯეტში ოცნებამ ხარჯების შემცირება დაიწყო. ფული სკოლების და გზების ასაშენებლად ქართულ ოცნებას აღარ აქვს. განათლების სამინისტრო მომავალ წელს 470 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს. უქმდება სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების 70 მილიონიანი პროგრამაც. ბიუჯეტში ვერც ამჯერად მოხვდა უფასო სასკოლო კვების პროგრამა. ოცნების ფინანსთა მინისტრი დღეს სესიაზე ამტკიცებდა, რომ სკოლების მშენებლობებში კერძო სექტორის იმედი აქვს.
მომავალ წელს უფრო ცოტა დაიხარჯება, გზების მშენებლობას და რეგიონებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე. დიდი ფულის სამინისტროს 2026 წელს, 28 მილიონით ნაკლებს მისცემენ. რატომ არ ყოფნით ფული? ირკვევა, რომ მიზეზი ხელფასებია. რასაც აქამდე ხარჯავდნენ ინფრასტრუქტურაში ახლა დაარიგებენ ხელფასებში.