კუპრაშვილი - მიდის თუ უქმდება?!

12.11.25 20:53
კუპრაშვილი - მიდის თუ უქმდება?!

პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერზე ადრე ვერ გვეუბნება რა ბედი ელის რაჟდენ კუპრაშვილს და მასთან ერთად ანტიკორუფციულ ბიუროს. არ არის გამორიცხული, მალე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანიშნული პირი უსამსახუროდ დარჩეს. ამაზე რამდენიმე გარემოება მიგვანიშნებს. მინიშნება გააკეთა თავად ბიუროს ხელმძღვანელმაც. კუპრაშვილმა მედიას უთხრა, რომ ამ თანამდებობაზე მანამ იქნება ვიდრე ეს თანამდებობა იარსებებს. 

ის, რომ შესაძლოა მთავრობის გეგმაში ბიუროს საერთოდ გაუქმება იყოს, ამაზე ეჭვი პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა კანონმაც დგააჩინა. "ქართულმა ოცნებამ" 2 დღეში დაჩქარებული წესით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც მთავრობას ის უფლებები უჩნდება, რაც ამ დრომდე ანტიკორუფციულ ბიუროს ჰქონდა. მიღებული კანონით, პრემიერს ექნება ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ. თუ ფუნქციების დუბლირება მოხდება, აპირებს თუ არა მთავრობა მათ გაუქმებას. პარლამენტის თავმჯდომარე ვერ გვპასუხობს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილი მალე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი აღარ იქნება. ამისთვის კობახიძეს კიდევ ერთი მიზეზი აქვს. ის ამ თანამდებობაზე მთავარმა და უკვე განეიტრალებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.

ტვ პირველის ინფორმაციით, დღეს ამ თემაზე აპირებდა ირაკლი კობახიძე ბრიფინგს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით პრესკონფერენცია გადაიდო. სავარაუდოა, რომ ანტიკორუფციული ბიუროზე გადაწყვეტილებას მალე გავიგებთ.

რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები