თაღლითობაში ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს - დაზარალებულების ბედი ისევ გაურკვეველია
თაღლითობაში ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს, მაგრამ დაზარალებული ხალხის ბედი ისევ გაურკვევლია. პროკურორი ვერ პასუხობს კითხვას, როგორ მოხდება დაკარგული თანხების დაბრუნება მოქალაქეებისთვის. გიგა წულეისკირი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს სფერო ჰოლდინგის დირექტორსაც, რომელიც ახლა მილანში იმყოფება.
ბრალდებული წულეისკირი ვადას ახალ წლამდე ითხოვდა და პირობას დებდა, რომ პრობლემას მოაგვარებდა. სასამართლოს უმტკიცებდა, რომ მისი პარტნიორი მურუსიძე იტალიაში მიწის გასაყიდად და იქედან ფულის ჩამოსატანად არის წასული. კაცი, რომელმაც დაზარალებულების ცნობით, პირამიდის მთელი სქემა ააგო, მოსამართლეს უხსნიდა, რომ კლაუსტროფობია აქვს და მისი ციხეში ყოფნა არ შეიძლება.