კიდევ ბევრი პოლიციელი აპირებს შსს-ს დატოვებას - ყოფილი თანამშრომელი, ჯიმი გაგუა
ასე გამოვეხმაურე ჩემი მეგობრის, ლექსო რაფავას, დაკავებას, რომლიც უკანონოდ დააკავეს - სამეგრელო-ზემო სვანეთის საამმართველოს კრიმინალური პოლიციის უკვე ყოფილი თანამშრომელი, ჯიმი გაგუა, თანამდებობიდან წამოსვლის მიზეზზე ტვ პირველს ესაუბრა.
ლექსო რაფავა უკანონოდ დააკავეს, მას იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვაში დებენ ბრალს და ჩაუდეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ამან ჩემში გამოიწვია პროტესტი და პროტესტის ნიშნად დავტოვე შსს-ს რიგები.
დარწმუნებული ვარ, რომ ლექსო რაფავა, რომელსაც მაიორის წოდება და იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, მართლსაწინააღმდეგოდ არ შეინახავდა იარაღს. მისი ჩამოშორება შსს-დან მისმა პოლიტიკურმა აქტიურობამ გამოიწვია.
როგორც ჩემთვის ცნობილია, მსგავს ქმედებას კიდევ ბევრი პოლიციელი აპირებს და ისინიც წამოვლენ - განუცხადა ,,ტვ პირველს" უკვე ყოფილმა პოლიციელმა.
თვითმმართველოს არჩევნების მეორე ტურის წინ სამართალდამცველები უკანონო დავალებების შესრულებაზე უარს ამბობენ. ცოტა ხნის წინ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სამეგრელოში მიიღეს. პოსტი დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ბერიშვილმა, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ.
21 ოქტომბერს შსს-ს მიერ ჩატარებული ღონისძიების შედეგად პოლიციის 2 მაღალჩინოსანი, მათ შორის, ლექსო რაფავა, დააკავეს. მათ ცეცხსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვაში დებენ ბრალს.