უილსონი: საქართველო ორი ძალის მიერ არის ოკუპირებული: რუსეთისა და რუსეთ-ჩინეთის მარიონეტი "ოცნების"
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე ქართველი აქტივისტების მიერ ანაკლიის პოტთან 380-მეტრიანი წარწერის, Megobari act-ის გამოჩენას ეხმიანება.
კონგრესმენის თქმით, "საქართველო ორი ძალის მიერ არის ოკუპირებული: რუსეთისა და რუსეთ-ჩინეთის მარიონეტი "ქართული ოცნების".
მისი თქმით, აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა ურყევია.
საქართველო ორი ძალის მიერ არის ოკუპირებული: რუსეთისა და რუსეთ-ჩინეთის მარიონეტი "ქართული ოცნების" მიერ. აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა, რომელიც თავისუფლების სიყვარულით არის დაკავშირებული, ურყევია. Megobari-ს (აქტის) მიღება - რაც ქართულად მეგობარს ნიშნავს - ამ სიმართლის მოწმობა იქნება!" - წერს ჯო უილსონი.