მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

13.11.25 10:13
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. 

მიხეილ ყაველაშვილის ცნობით, მან თურქეთის ლიდერთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხი განიხილა და მას დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა. 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ტელეფონით საუბარი შედგა. ჩემს თურქ კოლეგას ღრმა მწუხარება გადავეცი საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო. საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს. ამ რთულ მომენტებში ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის მოსახლეობას და გულწრფელად ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას," - წერს მიხეილ ყაველაშვილი. 

  • ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები