გამოაცხადებენ თუ არა ძებნას გახარიაზე? - ადვოკატი პროცედურებს განმარტავს
გამოაცხადებენ თუ არა ძებნას გახარიაზე? - ექს-პრემიერის თანაგუნდელი და ადვოკატი, ბერდია სიჭინავა TV პირველთან განმარტავს, რომ პროკურატურა "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის ექსტრადირებას ვერ მოახერხებს.
ადვოკატის განცხადებით, აპირებენ, ინტერპოლი ჩააყენონ საქმის კურსში, რომ გიორგი გახარია საქართველოში პოლიტიკური დევნილია.
- რაც შეეხება ექსტრადიციის საკითხს, ბერდია სიჭინავას განმარტებით, თუ სასამართლო გახარიას მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს, სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივ დონეზე ძებნის შესახებ დადგენილებას გამოსცემს, ამის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება, საექსტრადიციო პატიმრობის მოთხოვნით მიმართონ იმ სახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო კონვენციის ხელშემკვრელი მხარეა. გიორგი გახარიას შემთხვევაში ეს ქვეყანა გერმანიაა.
ადვოკატის თქმით, ქართულ მხარეს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ გახარიას, რომელიც პოლიტიკური დევნის ობიექტია, საქართველოს გადმოსცემენ.
სიჭინავას თქმით, "ქართული ოცნების" პრემიერი ბიძინა ივანიშვილის პირადი შურეისძიების მსხვერპლია და ამ მტკიცებულებას ის ქვეყანა მიიღებს, სადაც გიორგი გახარია ქვეყნიდან წასვლის შემდეგ იმყოფება.
ექსტრადაციის პროცედურა არის შემდეგი, კონკრეტულ შემთხვევაში, როცა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და უკვე ძებნის შესახებ დადგენილებას შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე გამოსცემს სახელმწიფო, ამის შემდეგ, შეუძლიათ საექსტრადაციო პატიმრობის მოთხოვნით მიმართონ იმ ქვეყანას, რომელიც არის ხელშემკვრელი მხარე მათ შორის ამ საერთაშორისო კონვენციის, ამ შემთხვევაში შესაძლოა გერმანიაც, თუმცა ქართულ მხარეს იმის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ პოლიტიკური დევნის ობიეტს, გიორგი გახარიას ივანიშვილის პროკურატურას ვინმე გასმოსცემს.
გიორგი გახარიას პოლიტიკური საქმიანობა არ შეუწყვეტია, საქართველოში ყოფნის დროსაც არც ერთი დღე, არც ერთი საათით არ ყოფილა ქართული პოლიტიკის მიღმა, მათ შორის გერმანიაში ყოფნის დროსაც. გერმანიაში იქნება გიორგი გახარია, თუ საქართველოში, მისი პოლიტიკური საქმიანობა არცერთი წუთით არ შეწყდება, ამიტომ საექსტრადაციო ოატიმრიბის მოთხოვნაზე ამას გავლენა არ უნდა ჰქონდეს წესით"- აცხადებს ადვოკატი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
- საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს. გიორგი გახარიას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს.