აღმოჩნდებიან თუ არა საბრალდებო სკამზე "ხარება" და ვახო გომელაური?
აღმოჩნდებიან თუ არა საბრალდებო სკამაზე გდდ-ს ყოფილი შეფი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და შსს-ს ყოფილი მინისტრი ვახო გომელაური? - დღეს ყოფილ პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებაზე კომენტირებისას, "ოცნების" დეპუტატმა, ლადო ბოჟაძემ არ გამორიცხა, რომ საბრალდებო სკამზე, მათ შორის "ხარება" და გომელაურიც შეიძლება აღმოჩდნენ.
"ტვ პირველის ჟურნალისტმა ბოჟაძეს ჰკითხა, რატომ დაიწყო 6 წლის დაგვაინებით 20 ივნისის საქმეზე ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ გამოძიება და რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში არიან მხილებულნი?
აი ახლა მიეცემიან პასუხისგებაში - ნახეთ, ვიდრე სტრასბურგმა არ დაავალა ხელახალი გამოძიება სხვა კუთხით, მანამდე, მაშინდელმა გამოძიებამ დანაშაული ვერ დადგინა. გამოძება დასრულებული არ არის, გრძელდება და შესაძლოა სხვა ადამაინების ბრალეულობაც გამოიკვეთოს.
(გახარიამ) ქვეყანა კი დამხობას გადაარჩინა ნამდვილად, თუმცა გადაარჩინა ადამიანის უფლებების დარღვევსი ხარჯზე, რის გამოც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა კონკრეტული მუხლებსი დარღვევა და დაიწყო ხელახალი გამოძიება - კი, 6 წლის შემდეგაც დაგვავალო სტრასბურგმა გამოძიების დაწყება. რა თქმა უნდა (ვიცოდით, რომ ადამიანები იყვნენ დაშავებულები) მერე სახელმწიფომ დაზარალებულად ცნო ყველა მათგანი.
ამის შემდეგ "პირვლების" ჟურნალისტმა ბოჟაძეს კითხვა დაუზუსტა - "არსებობს ერთი წლის წინანდელი ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ "ხარება" გასცემს ბრძანებას, რომ წყლის ჭავლში სპეციალური ნივთიერება შეურიონ. რატომ არ იწყებთ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას?"
იცით თქვენ რომ გამოძიება დაწყებულია, ერთი კი არა 6 წელიც გავიდა - განაცხადა ბოჟაძემ.
"პირველებმა" მას ჰკითხა - ანუ ამ შემთვევაშიც 6 წელი უნდა ველოდოთ იგივე ვახო გომელაურის წინააღმდეგ გამოძიებას, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს შსს მინისტრი იყო? - რაზეც ბოჟაძემ განაცხადა, რომ "არავინ იცის, ვის მიმართ უნდა ველოდოთ გამოძიებას".
არავინ იცის, ვის მიმართ უნდა ველოდოთ გამოძიებას, მთავარია, რომ გამოძიება მიმდინარეობს, გომელაური იქნება თუ ნებისმიერი სხვა - მოქმედი თუ ყოფილი, კიდევ ვიმეორებ, ქვეყანაში არის კანონის უზენაესობა, რაც გულისხმობს, რომ არავის ჩადენილი დანაშაული არ შერჩება", - განაცხადა ბოჟაძემ.
თბილისის დროით, ზუსტად 14:30 საათზე საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძებაზე მოსამართლე დავით კურტანიძემ უნდა იმსჯელოს.
გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და "ჩარჩანას" ეპიზოდს ეხება.
გუშინვე გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს.