"საჩუქრებით შენიღბული შემოსავლები - როგორ იპარავენ ხალხის ფულს ჩინოვნიკები"- TI-ის დასკვნა
2024-2025 წლებში მაღალი თანამდებობის პირებმა მიღებული საჩუქრების სახით 34 მლნ ლარი დაადეკლარირეს - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.
TI-ის კვლევის მიხედვით, ჩინოვნიკებს ოჯახის წევრებმა 23 მლნ ლარის ნაღდი ფული და 123 ძვირადღირებული უძრავი ქონება აჩუქეს.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითზე პროკურატურამ დაადასტურა, რომ ამ გზით ზოგიერთი თანამდებობის პირი არალეგალური შემოსავლის შენიღბვას ცდილობს.
"ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითზე პროკურატურამ დაადასტურა, რომ ამ გზით ზოგიერთი თანამდებობის პირი არალეგალური შემოსავლის შენიღბვას ცდილობს...
კორუფციის დაფარვაში წლებია ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუსისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები. ახლა კი „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით პოლიტიკური კონკურენტის მოცილების პროცესს ასაღებენ, როგორც კორუფციასთან ბრძოლას.
სინამდვილეში, ელიტური კორუფცია გაცილებით უფრო მასშტაბური იყო და ასეთად რჩება.„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მხოლოდ ბოლო 5 წელში აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი.
კორუფციის ეს შემთხვევები მოიცავს ისეთ სქემებს, როგორიცაა:
1. საბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით
5 მილიარდი ლარი, არის ის თანხა, რაც, მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოძიებებით, „ქართულ ოცნების“ ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზებით მიიღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში. აქედან 3.3 მილიარდი ლარი რეგიონებზე მოდის, ამ თანხის მესამედი კი – 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა.
კორუფციული სქემები ვრცლად ნახეთ - https://shorturl.at/e9PxC