27 ოქტომბრის შეკრების გენერალური რეპეტიცია - რუსთავის ციხესთან სააკაშვილის წინააღმდეგ აქცია დაიწყო
,,ოცნება" 27 ოქტომბერს დაანონსებული დიდი შეკრების გენერალურ რეპეტიციას ამზადებს - რუსთავის მე 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგები აქციისთვის ემზადებიან.
სცენის მონტაჟი უკვე დასრულებულია. ხელისუფლებამ მხარდამჭერები რეგიონებიდან სასწრაფო წესით ჩამოიყვანა.
აქციის მონაწილეებისგან ჯერ სიტყვით არავინ გამოსულა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა მიკროფონთან და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები გააჟღერა.
აქციის მონაწილეთა ნაწილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, ნაწილი აცხადებს, რომ ქუთაისიდან ჩამოვიდნენ, რათა დაკავებული პრეზიდენტის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატონ და მისი კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვონ.