ყვარლის მერის მოადგილე, რომელსაც ცემის კვალი აღენიშნება, ამტკიცებს, რომ დაპირისპირებას ადგილი აქ ჰქონია

13.11.25 14:42
ყვარლის მერის მოადგილე, რომელსაც ცემის კვალი აღენიშნება, ამტკიცებს, რომ დაპირისპირებას ადგილი აქ ჰქონია

ყვარლის მერის მოადგილე, ძალადობაში ბრალდებული ლევან გელაძე, რომელსაც ცემის კვალი აღენიშნება, ამტკიცებს, რომ მასა და ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეს გივი ზაუტაშვილს შორის დაპირისპირებას ადგილი აქ ჰქონია.

ცხოვრებაში რაც ხდება ხოლმე ის მოხდა, განსაკუთრებული არაფერი მოხდარა. დაპირისპირება საერთოდ არ გვქონდა. ეგ ყველაფერი იმათი მოგონილია, ვინც სიბინძურეს იგონებს",- უთხრა დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გელაძემ mak.ge-ს ჟურნალისტს. 

"ოცნების" ჩინოვნიკები, რომლებმაც ერთმანეთს ცხვირი გაუტეხეს და კბილები ჩაულეწეს, სასამართლომ 5000-5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ყვარელში მომხდარი ჩხუბის ფიგურანტები, მერის მოადგილე ლევან გელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, გივი ზაუტაშვილი და მისი ძმა, ნიკა ზაუტაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 9 ნოემბერს, "ილიაობის" დღესასწაულის შემდეგ ყვარელში, რესტორან "კუდიგორასთან" დაიწყო.

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ "ილიაობის" დღესასწაულზე ყვარელში მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი და "ოცნების" სხვა წევრები იმყოფებოდნენ. 

წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge

 

მსგავსი სიახლეები